აკრძალული ტვირთი
DIMEX-ი არ ღებულობს გასაგზავნად ისეთ საგნებს, მასალებას ან მის ნაწილებს, რომლის გადატანაც აკრძალულია მოქმედი გადაზიდვის წესებით ან კანონმდებლობით, მათ შორის:
- საზღვარგარეთული ვალიუტა და ფულადი ნიშნები ,
- ცოცხალი ან მკვდარი ცხოველები და მცენარეები,
- ადამიანის სხეულის ნაწილენი და ნარჩენები (ფერფლის სახით),
- ცეცხლსასროლი, პნევმატური, გაზის და ცივი იარაღი და მისი ნაწილები,
- საბრძოლო მასალა, ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები და ვაზნები,
- ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული, ძლიერმოქმედი,
- რადიაქტიული, ფეთქებადი, მომწამვლელი, მჟავეები, ადვილად აალებადი და სხვა საშიში ნივთიერებები, რომლებიც იმყოფებიან წნევის ქვეშ, ფეთქებსაშიში, საწვავი, ტოქსიკური, კოროზირებული,
- მალფუჭებადი პროდუქტი და მასალები,
- პროდუქტები არასასიამოვნო სუნით და ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ რაიმე სახით ვნება მიაყენონ სხვა გზავნილებს,
- ოქრო, ვერცხლი, სხვა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები და მეტალები,
- აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები,
- მასალები, რომელიც შესაძლებელია აღქმული იქნას როგორც პორნოგრაფია ან შეეძლებათ მიაყენონ ზიანი სახელმწიფოს მორალსა და უსაფრთხოებას.