DIMEX-ის ფილოსოფია
კომპანია DIMEX-ის მოღვაწეობას საფუძვლად უდევს სწრაფვა ლიდერობისაკენ და კურიერული მომსახურების გაწევისას თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნილებისათვის ყურადღების მიქცევა.
DIMEX-ი აყალიბებს სამომხმარებლო კულტურას ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და მომხმარებლებთან ერთად იცვლება თვითონც. მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი და ინოვაციური გადწყვეტილებების მუდმივი ძიება ხელს უწყობს DIMEX-ის განვითარებას, სწრაფვა ახლისაკენ, მოქნილობა, გამჭირვალობა - ეს არის კომპანია DIMEX-ის კრედო.
მოღვაწეობის განმალობაში კომპანია ეყრდნობა ისეთ ღირებულებათა ორიენტაციაზე როგორებიცაა:
- იყოს ლიდერი მომხმარებელთან ურთიეთობის სფეროში, შესთავაზოს მომსახურების ისეთი კომპლექტი, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.
- გამოიყენოს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც არაინ მაქსიმალურად ეფექტიურები და საშუალებას იძლევიან მომხმარებელზე ორიენტირებისა.
- იგრძნოს ბიზნესისა და საზოგადოების მოთხოვნილება, გამოეხმაუროს და დაეხმაროს.
მუშაობის პროცესში DIMEX-ის თითოეული თანამშრომელის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს: სიჩქარე, პასუხისმგებლობა ურთიერთობებისას, ყურადღება და ზრუნვა ყოველ მომხმარებელზე. მომსახურების გაწევით კომპანიას ეკისრება კორპორატიული პასუხისმგებლობა მომხმარებლების წინაშე.
DIMEX - სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიაა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოების ცხოვრებაში, კომპანიის კედლებს მიღმა DIMEX-ი გვიჩვენებს ყურადღებასა და ზრუნვას, ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინტელექტუალურად განვითარებული, შემოქმედებითი სულით აღვსილი, აქტიური ახალგაზრდა თაობის აღზრდას.
DIMEX-ის მისიაა — კურიერული მომსახურების ყველაზე მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.