კომპანია DIMEX -ის მიერ წარმოდგენილი შეფუთვის ტიპებიDIMEX-ის შეფუთვის არაფირმული სახეებიჰაერბუშტოვანი ცელოფანი
ჰაერბუშტოვანი ცელოფანი
ჰაერბუშტოვანი ცელოფანი - შესაფუთი მასალაა, შედგენილი მაღალი სიმკვრივის მქონე ორშრიანი პოლიეთილენისაგან.
ჩვეულებრივ ბუშტების დიამეტრი შეადგენს 6-დან 30 მილიმეტრს, სისქეც შესაძლებელია იყოს სხვადასხვა.
ჰაერბუშტოვანი ცელოფანი გამოიყენება მყიფე, მტვრევადი საგნების (მინა, სუვენირები, რადიოელექტრონული სქემები, საათის მექანიზმთა დეტალები და სხვა) დამატებითი შეხვევისათვის.
უნიკალური კონსტრუქციის დამსახურებაა, რომ ჰაერბუშტოვანი ცელოფანი მშვენივრად იცავს დაზიანებისაგან მყიფე და მტვრევად ნივთებს. ჰაერით შევსებული ბუშტების ფენა ასრულებს დამატებითი ამორტიზატორის როლს.
ჰაერბუშტოვან ცელოფანს გააჩნია მაღალი თერმოიზოლაციური თვისება, რითაც ის იცავს ტვირთს სიცივისა და გადახურებისაგან.