შეფუთვის ტიპები ტვირთის სახეებთან შესაბამისად
მისაწოდებლად მიღებული ტვირთის დახასიათება. ტვირთის შეფუთვა
გამგზავნი ვალდებულია „შემსრულებელს“ გადასცეს გადატანისათვის გამზადებული ტვირთი ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მისი გადაზიდვის უსაფრთხოება და მთლიანობა, ისევე როგორც არ დააზიანოს სატრანსპორტო საშუალება. შეფუთვა ისე უნდა იქნას განხორციელებული, რომ არ უნდა იქნეს დაშვებული შეღწევა შიგთავსთან და შეიცავდეს შესაბამის მარკირებას..
შეფუთვის სახეები
მყარი შეფუთვა
1. ფანერა და ხის ყუთები .
2. ლარტყები..
3. ფანერის, ხის ყუთები და ლარტყებიამორტიზირებადი საფენით.
4. ჰერმეტული მეტალის კასრები და მათარები.
5. დოლები და კოჭები.
მზადდება მეტალის, პლასტმასის, ხის, მინის, მუყაოს, ხე-ბოჭკოვანი მასალისაგან და ქაღალდის მასისაგან.
ნახევრადმყარი
6. კოლოფები გოფრირებული მუყაოსაგან (მათ შორის „დაიმექსის“ საფირმო კოლოფები).
7. კოლოფები გოფრირებული მუყაოსაგან შიგთავსის დამატებითი დაცვით (შიგა ტიხრები, ამორტიზირებადი საფენები, ლანგარი)
8. ჰერმეტული პლასტიკის კასრები, ავზები და მათარები ცხაურით.
დასამზადებლად გამოიყენება პლასტმასი, ქაღალდი, ზოგიერთი სახის მუყაო, პოლიმერული მასალა.
რბილი
9. ტომრები პოლიპროპილენისა და საფეიქრო ქსოვილისაგან.
10. პოლიეთილენის ტომრები, ქაღალდის მრავალფენოვანი (მათ შორის „დაიმექსის“ სეიფ-პაკეტი და კონვერტ-პაკეტი).
11. ცელოფანი ( წელვადი პლიონკები ანუ „სევილენი“, ჰაერბუშტოვანი ცელოფანი და სხვა.),
მზადდება ქსოვილის, მემბრანის, ქაღალდისა და პოლიმერულ-კომბინირებული მასალებისაგან.
მოთხოვნები სხვადასხვა სახის ტვირთის შეფუთვის ტიპებისადმი
ტვირთის სახეები | გამოყენებული შეფუთვის ტიპები |
საფეიქრო მასალა, სამკერვალო, ტრიკოტაჟის, ტყავის, ბეწვის ნაკეთობანი. | 6; 9; 10; 1; 2 |
მაგნიტმატარებლები, გალვანური ელემენტები, წვრილი საყოფაცხოვრებო და ორგტექნიკა (უთოები, ფენი, ჩაიდანები, ქართრიჯები, ტელეფონები, ფოტოაპარატები და სხვა). | 6; 7; 1; 2; 3 |
მშრალი საკონდიტერო და ხილ-ბოსტნეულის ნაწარმი, დანამატები, სანელებლები, მშრალი მედიკამენტები (აბები, ბინტი, ბამბა, და სხ.) და სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი. | |
წვრილი სათადარიგო ნაწილები, აქსესუარები, მაკომპლექტებელი, გალანტერეა, სათამაშოები, საათები, სუვენირები, სამეურნეო საქონელი, ჰიგიენის საგნები, ქაღალდისა და მუყაოს ნაწარმი. | |
მეტალისა და ერთჯერადი ჭურჭელი, სპორტული და მიწის სამუშაოებისათვის განკუთვნილი ინვენტარი (დაშლილი), ელექტროტექნიკური ნაკეთობები, აქსესუარები და ცხოველების საკვები, საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები რემონტისათვის, ნათურები, ლამპები, აპარატურა. | |
ნაკეთობა გამძლე ტარაში: მასალები დეკორაციისათვის, საკანცელარიო საქონელი, საყოფაცხოვრებო და ავტოქიმია, ფოტო საქონელი, საღებავები, სხვადასხვა საპოხი მასალები. | 6; 7; 1; 2; 3 |
საკვები პროდუქტი (გარდა ისეთებისა, რომლებიც მალფუჭებადია და საჭიროებს გადატანის სპეციალურ მეთოდს), მედიკამენტები, პარფიუმერულ-კოსმეტიკური საშუალებები, სასმელები, საშუალო და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. | 1; 2; 3; 7 |
ნაკეთობები მყიფე ტარით: მასალები დეკორაციისათვის, საკანცელარიო საქონელი, საყოფაცხოვრებო და ავტოქიმია, ფოტო საქონელი, საღებავები, სხვადასხვა საპოხი მასალები. | 1;2; 3 |
სანიტარული ტექნიკა (საშხაპე კაბინები, აბაზანა, უნიტაზი, ბაკანი დასხ.) მოსაპირკეთებელი მასალა, ფაიფურის და ქაშანაურის ჭურჭელი, ჭაღები, დანადგარების ყველა სახე (ენერგეტიკული, სამრეწველო, ძალოვანი, სავაჭრო, სამედიცინო, სპორტული ტრენაჟორები, სამრეწველო ინსტრუმენტები), ელექტროსადგურები და ელექტრო აგრეგატები, ისევე როგორც ჭიქები, მექანიზმები, სათამაშო ავტომატები. | |
ავეჯი (დაშლილ მდგომარეობაში), ხე-ტყის მასალა (დისკები, ფანერა), კარები, პლასტიკური პანელები ჟალუზებისათვის, ფანჯრებისათვის, რაფებისათვის, მექანიზმთა დეტალები და ნაწილები, ლითონის ნაკეთობები (ფურცლები, ზოლები, გაღუნული პროფილები, ლითონის წნელები შედუღებისათვის, მილები), ფანჯრები, აღჭურვილობა, მოტოტექნიკა, აკუმლიატორები ელექტროლიტის გარეშე, მუსიკალური ინსტრუმენტები. | |
მინა (ფანჯრის, ავტომობილის), ვიტრინები, სარკე,დეკორატიული ნაკეთობანი ცხვადასხვა ნარევების, ქვის, ბეტონის, მინის, თიხისა და თაბაშირისაგან. | 3 |
ნებისმიერი თხევადი პროდუქცია, რომელიც ГОСТ 19433-88-ის მიხედვით არ წარმოადგენს საშიშროებას. | 4; 8 |
მშრალი ფხვნილოვანი პროდუქცია, და გრანულირებული მასალა, მცენარეთა ბოლქვები. | 10 |
კაბელები, სადენები, მავთულები, სიმები. | 5 |
ნაკრები ტვირთი 15 და მეტ შეკვრაზე მეტი, რომლებიც არ მოითხოვენ ტრანსპორტირების სპეციალურ პირობებს. | 11 |
ლინოლიუმი, კავრალინი დახვეული გლანებად წაღმა ნაწილი შიგნით, საბურავები, პლასტიკური მილები, კაბელები და სადენები დახვეული კოჭებზე, პლასტმასისა და მეტალის ტარები სითხისათვის 100 ლიტრიანი. | შეფუთვის გარეშე |
თუ შეფუთვა არ შეესაბამება ტვირთის ხასიათს, დამკვეთთან (გამომგზავნთან) შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს ტვირთის დამატებითი შეფუთვა. რბილი შეფუთვა: კოლოფები, მუყაო, ტომრები, წელვადი ცელოფანი — გაიცემა უფასოდ. მყარი შეფუთვა არის ფასიანი და მისი გადახდა უნდა მოხდეს მოქმედი ტარიფის თანახმად. თუ ტვირთის შეფუთვის შეუსაბამობის შემთხვევაში, ტვირთი მიიღება მიწოდებისათვის იმ პირობით, რომ „შემსრულებელი“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ტვირთის დაზიანების შემთხვევაში. თუ შეფუთვა არ აკმაყოფილებს „შემსრულებლის“ ტიპიურ მოთხოვნილებას, მაშინ „დაიმექსის“ წარმომადგენელი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ასეთი ტვირთის ზედნადებზე.
„შემსრულებელი“ არ ღებულობს მისაწოდებლად საგნებს, მსალას ან მის ნაწილებს, რომლის გადატანაც აკრძალულია გადაზიდვების მოქმედი წესებით ან რფ კანონმდებლობით, ესენია: ცეცხლსასროლი, პნევმატური, გაზისა და ცივი იარაღი და მისი ნაწილები, საბრძოლო მასალა, ფეიერვერკი, სასიგნალო რაკეტები და ვაზნები; რადიოაქტიური, ასაფეთქებელი, მომწამლავი, მჟავეები, ადვილად აალებადი და სხვა საშიში ნივთიერებები, რომლებიც იმყოფებიან წნევის ქვეშ; ფეთქებადი, წვადი, ტოქსიკური, კოროზიით დაზიანებული ნივთები; ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი საშუალებები; საზღვარგარეთული ვალიუტა და რფ ფულადი ნიშნები, საგზაო ჩეკები, ფასიანი ქარალდები, საკრედიტო ბარათები; იუვილერული ნაკეთობა და სხვა ძვირფასი მეტალების ნაკეთობანი; ცოცხალი და მკვდარი ცხოველები და მცენარეები, ადამიანის სხეულის ნაწილები ან ნაშთები(ფერფლის სახით); ტვირთი, რომელიც შეიცავს მალფუჭებად საგნებს, ან საგნები, რომლებიც მოითხოვენ შენახვის და/ან გადატანის განსაკუთრებულ პირობებს; საგნები, რომლებიც თავისი ხასიათით ან შეფუთვით საშიშროებას წარმოადგენენ ტვირთის გადაზიდვის განმხორციელებელ პერსონალისათვის, აჭუჭყიანებს ან აზიანებს სხვა სტვირთო ადგილებს.
„დამკვეთი“, რომელიც წინასწარი განზრახვით ან წინასწარგანუზრახავად გადასცემს „შემსრულებელს“ გადაზიდვისათვის აკრძალულ ტვირთს, ათავისუფლებს “შემსრულებელს“ პასუხისმგებლობისაგან და უნაზღაურებს მას ამასთან დაკავშირებით წარმოშობილ და დოკუმენტურად დადასტურებულ ყველა ზარალს. „შემსრულებელი“ არ ღებულობს ტვირთს, რომელთანაც დაკავშირებით „დამკვეთი“ ითხოვს გადაზიდვის მომენტში დაცული იქნა განსაზღვრული ტემპერატურული რეჟიმი.